კანაფის თესლის სარგებლიანობა

ანაფის ზეთი მიიღება კანაფის თესლებიდან ზეთის გამოწურვით.100 გრამი ზეთი შეიცავს 899 კილოკალორიასშეიცავს – ომეგა 3, 6 და 9ვიტამინები:A, B ჯგუფის ვიტამინები, E, O, K, T, F.ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის ზეთი ასევე შეიცავს კაროტინს, ტანინებს და ქლოროფილს. ხოლო ქლოროფილს რომელიც ზეთს აძლევს მომწვანო ფერს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი.ზეთის ფარმაკოლოგიური თვისებებიკანაფის ზეთი გარდა იმისა, რომ შეიცავს უამრავ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტებს და ორგანიზმისთვის წარმოადგენს ძალიან სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას. ის ასევე არის უნიკალური სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალება. მის სისტემარიურ გამოყენებას გვირჩევენ როგორც ხალხურ ასევე ტრადიციულ მედიცინაში. ის გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემის დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.გულ–სისხლძარღვთა სისტემა. ეს ზეთი შეიცავს ომეგა 3, 6 და 9 – ს. თანაც ყველაზე სასარგებლო თანაფარდობით. ასევე შეიცავს ფიტოსტეროლებს. ეს პროდუქტი შესანიშნავი ქოლესტერინის დამწევი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ასუფთავებს სისხლძარღვების კედლებს. ასევე კანაფის ზეთი შეიცავს ვიტამინებს E, C, B6, კალციუმს, მანგანუმს და ფოსფორს, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენენ სისხლძარღვების მდგომარეობაზე და გულის კუნთზე. რეკომენდირებულია რეგულარულად მიიღონ კანაფის თესლის ზეთი იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, თრომბოფლებიტი, ვარიკოზული ვენები. გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიძლება იყოს ეფექტური პრევენციული ღონისძიება არ მხოლოდ ამ დაავადებების, არამედ ინსულტის და გულის შეტევის.სისხლმბადი სისტემა. კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს, თუთიას და რკინას. ეს ნივთიერებები მონაწილეობას იღებენ სისხლის უჯრედის სინთეზში. ეს პროდუქტი რეკომენდებული ანემიით დაავადებული ადამიანებისთვის.სასუნთქი სისტემა. ეს ზეთი ეფექტურია ასთმისა და სასუნთქი გზების ინფექციების კომპლექსური თერაპიის დროს. ის, რომ ზეთი ეფექტურად მოქმედებს სასუნთქ გზებზე ეს, ჯერკიდე დადასტურებული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. ზეთის სისტემატიური გამოყენება რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის რომლებიც დაავადებულნი არიან ბრონქიტით, ზედა სასუნთქი გზების კატარით, ასთმით, პნევმონიით და ტუბერკულოზით.საჭმლის მომნელებელი სისტემა. ზეთის სისტემატიური გამოყენება დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მთლიანობაში. ის გამოიჩევა დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეხორცების საოცარი უნარით. ასევე მას კარგი ჩვენება აქვს კოლიტის, ენტერიტის, გასტრიტის, სხვადასხვა ეტიოლოგიის წყლულის, ბუასილის და ქოლეცისტიტის დროს. გარდა ამისა, კანაფის ზეთს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, ამიტომ ვინც მიდრეკილია ყაბზობისკენ კარგი იქნება ჩართონ თავის ყოველდღიურ რაციონში.კანი, ფრჩხილები და თმა. კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის ზეთის გამოყენებიდან 2–3 კვირაში გაგიძლიერდებათ ფრჩხილები, თქვენი კანი გახდება უფრო ჯანმრთელი და ხავერდოვანი. ასევე თქვენი თმა უფრო სრაფი ზრდით გაგახარებთ.
მიმოხილვა
ჩატი მენეჯერთან
მოგვწერეთ ჩვენ

გადმორეკე

მოგვწერეთ ჩვენэ

ეს ველი აუცილებლად უნდა შეავსოთ

შეიყვანეთ კორექტული Email

ეს ველი აუცილებლად უნდა შეავსოთ

კონტაქტი